|
2021-11-18 11:00:35, 6988 ნახვა
კულტურა
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი სამმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი სამმა თანამშრომელმა: გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას უპირისპირდებიან და იქ არსებულ პოლიტიკაზე ღიად საუბრობენ. ამირანაშვილის მუზეუმის დატოვების შესახებ ინფორმაცია ყოფილმა თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. "ბოლო თვეების განმავლობაში ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე პროცესები საბოლოოდ მოვიდა წინააღმდეგობაში თითოეული ჩვენგანის პროფესიულ ეთიკასთან. მიუღებელია: თანამშრომლების ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოქვეითება და გაშვება, მათ მიმართ უდიერი და არაკოლეგიალური დამოკიდებულება; არ ვიზიარებთ ამჟამინდელი ადმინისტრაციის სამუზეუმო პოლიტიკას (მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და კოლექციების ევაკუაციის საკითხს), რომელიც ბუნდოვანია თანამშრომლებისა და დახურული საზოგადოებისთვის; ბრალდებები საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლების განმავლობაში უმოქმედობის თაობაზე. ასევე უსაფუძვლო განცხადებები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისგან დაცლის („გამოშიგვნის“) შესახებ. შექმნილ სიტუაციაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ ვხედავთ ვერც მუზეუმის განვითარების და ვერც ჩვენი პროფესიული ზრდის პერსპექტივას. ამიტომ, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება დავტოვოთ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კურატორის თანაშემწის პოზიციები - წერია პოსტში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)