|
2021-11-12 11:48:13, 2790 ნახვა
სამხედრო
„დიდგორი 2021“-ის საშტაბო კომპონენტის მიმდინარეობას დიპლომატიური კორპუსი გაეცნო
უწყებათაშორისი სწავლების „დიდგორი 2021“ საშტაბო და საველე კომპონენტები საქართველოს მასშტაბით 14 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობს. დღეს „დიდგორი 2021“-ის საშტაბო კომპონენტის გასაცნობად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საერთო საჯარისო ცენტრს ესტუმრნენ. დიპლომატები სწავლების ფარგლებში განლაგებულ იმიტირებული გენერალური შტაბისა და საკოორდინაციო ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცვნენ და „დიდგორი 2021“-ის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს. თავდაცვის ატაშეები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები სწავლების სიტუაციურ ცენტრშიც იმყოფებოდნენ. დიპლომატები ადგილზე დააკვირდნენ სიმულაციური სისტემების საშუალებით სწავლების მონიტორინგის მეთოდებს, ასევე დაესწრნენ ახალი სიმულაციური სისტემებით VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი) გათამაშებას. VBS3 თავდაცვის ძალებში პირველად გამოიყენება და საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს საშუალებას აძლევს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატულ სურათზე გამოსახონ. „დიდგორი 2021“ წელს უკვე მერვედ ტარდება. სიმულაციური სცენარის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობით უწევთ საომარ და კრიზისულ სიტუაციაში ურთიერთქმედება, ასევე ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)