|
2021-11-08 17:27:44, 1268 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთმა,ბელარუსის საზღვართან მიგრანტებისგან თავის დასაცავად 12 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა
პოლონეთი აძლიერებს უსაფრთხოებას ბელორუსის საზღვარზე და აცხადებს, რომ მიგრანტების დიდი ჯგუფი ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას კუჟნიცაში. - ამის შესახებ „euroews”- ავრცელებს. თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ 12 000-ზე მეტი ჯარისკაცი მორიგეობდა ბელორუსის საზღვარზე და რომ ისინი მზად არიან მისი დასაცავად. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ "საზღვრის მკაცრი დაცვა" ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია. „რამდენიმე დღეა ვაკვირდებით სიტუაციას კუზნიცაში და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, ჩვენ გავზარდეთ მესაზღვრეების, პოლიციელების და ჯარისკაცების რაოდენობა“, - განაცხადა კამინსკიმ უფლებადამცველი ჯგუფები აკრიტიკებენ ევროკავშირის ქვეყნებს, ბელორუსის საზღვარზე გამკაცრებული წესების გამო. მათი განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები მიგრანტების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ სთხოვა ბელორუსიასა და პოლონეთს, დაიცვან სამართლებრივი ვალდებულებები და მისცენ თავშესაფრები მიგრანტებს. ცოტა ხნის წინ ქვეყნის სენატმა დაამტკიცა ბელორუსის საზღვარზე კედლის აშენების გეგმა.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)