20:14 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 09:25:00, 1432 ნახვა

მსოფლიო
აშშ დღეიდან სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის

ამერიკის შეერთებული შტატები სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის დღეიდან საზღვრებს ხსნის.

ახალი რეგულაციების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწევთ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, რის შემდეგაც, მათ ქვეყანაში ჩასვლისას კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. 

აშშ–ში ჩასვლის მსურველთა რაოდენობა დიდია. Delta Air Lines–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ბასიანმა გააფრთხილა მოგზაურები, რომ მოემზადონ გრძელ რიგებში დგომისთვის.

ბაიდენის ადმინისტრაციამ განახორციელა მრავალი ზარი ამერიკულ ავიაკომპანიებთან და მოუწოდა, მოემზადონ დამატებით მოგზაურების შემოდინებისთვის. ასევე, ადმინისტრაციამ გააფრთხილა მოგზაურები, რომლებიც გადაკვეთენ საზღვარს კანადიდან და მექსიკიდან, მოემზადონ გრძელვადიანი ლოდინისთვის ქვეყანაში შესაღწევად. 

შეგახსენებთ, რომ აშშ–ში შესვლის შეზღუდვა ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესა და ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მან 2020 წლის დასაწყისში საზღვარი ჯერ ჩინეთისთვის, შემდეგ კი სხვა ქვეყნებისთვისაც დახურა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics