07:52 - 02 Aug, 2026
|
2021-11-07 14:20:51, 1151 ნახვა
საზოგადოება
შიმშლობის მე-5 დღეს ელენე ხოშტარია შეუძლოდ გახდა - პარლამენტში სასწრაფო დახმარება მივიდა
პარლამენტის შენობაში მოშიმშილე პარტია „დროას“ ლიდერ, ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო დახმარება მივიდა. ექიმების განცხადებით, ხოშტარიას "შიმშილობის ფონზე სისუსტე განუვითარდა და გადასხმას საჭიროებდა, თუმცა „დროას“ ლიდერმა უარი განაცხადა. "შიმშილობის ფონზე სისუსტე განვითარდა. ცოტა დაბალი წნევა აქვს, ახლა სტაბილურადაა. ჰემოდინამიკა სტაბილურია, პულსი, სატურაცია ნორმალურია. ჩემი რეკომენდაცია იყო, შიმშილის ფონზე გადასხვა გაეკეთებინა, მაგრამ უარი თქვა", - განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა. ცნობისთვის, მე-5 დღეა, რაც ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობს. მისი თქმით, იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)