08:11 - 02 Aug, 2026
|
2021-11-06 16:33:41, 709 ნახვა
საზოგადოება
ხმაური სალხინოს მამათა მონასტრში - მრევლი ტაძარში შესვლას ითხოვს
მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ დაპირისპირება იყო. განკვეთილი ბერ-მონაზვნებისა და მრევლის ნაწილი ტაძარში შესვლას ითხოვს. თუმცა სამართალდამცევლები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. აღნიშნულმა ადგილზე შეკრებილების უკმაყოფილება და ხმაური გამოიწვია. გუშინ, სამართალდამცველების დახმარებით სალხინოს მამათა მონასტრიდან განკვეთილ სასულიერო პირებს კელიები დაატოვებინეს. მათ ტაძარში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ. ადგილზე შეკრებილი მრევლის წევრები ამბობენ, რომ ისინი განკვეთილ ბერებს მხარს უჭერენ და ითხოვენ რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქია დატოვოს. შეგახსენებთ, 15-მდე სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დაუმორჩილებლობის გამო განკვეთა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)