|
2021-11-04 17:20:07, 522 ნახვა
საზოგადოება
კასპში იოსებ მაღალაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩაატარდა
საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ კასპის საჭიდაო დარბაზში იოსებ მაღალაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩაატარა. ტურნირი 2003 და 2005 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წონითი კატეგორიების მიხედვით კასპიდან პრიზიორები გახდნენ: ლევან მამულაშვილი (I ადგილი), ალეკო ხიზამბარელი და ვალერი იარღანაშვილი (II ადგილი), გიორგი ხიზამბარელი, ნუგზარ გელხაური და თორნიკე გორჯოლაძე (III ადგილი). უწყების ცნობით, ტურნირს ესწრებოდა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში იოსებ მაღალაშვილი, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი ოთარ ყურაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)