19:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-04 16:59:06, 2278 ნახვა

ომი უკრაინაში
კვლევის თანახმად, მარტიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კოვიდ19–ს 5 469 პირი ემსხვერპლა, მათგან 98,95% აუცრელი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, 15 მარტიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კოვიდ19–ს 5 469 პირი ემსხვერპლა, მათგან 98,95% აუცრელი იყო.

მისივე თქმით, იკლებს ვაქცინაციის ტემპი, თუმცა იზრდება ე.წ ბუსტერ დოზების გამოყენების რიცხვი, რაც მისივე თქმით, ახალგაზრდა მოსახლეობის ხარჯზე ხდება.

„30 სექტემბრის პერიოდით აღებული, სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი ჩვენი კვლევით არის 9,87-ით ნაკლები არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. ამ ხნის განმავლობაში, 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში ვაქცინირებული სრულად იყო 814 851 პირი და აქედან იდენტიფიცირებული იქნა 11 403, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა კოვიდის შემთხვევა. ამ პერიოდში ჰოსპიტალიზირებული იყო სულ ქვეყანაში 15 მარტიდან მოყოლებული 53 767 ადამიანი და ჰოსპიტალიზაცია ვაქცინირების შემდეგ დასჭირდა 1 386 ადამიანს. ვაქცინაციის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ არის 93,4 %. 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა არის 91,7%. ხოლო 18-59 წლის ასაკის ადამიანებში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის ეფექტურობა არის ვაქცინაციის 95%", – განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics