|
2021-11-04 16:49:15, 1224 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყანა და ორგანიზაცია ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდა
190-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ გლაზგოში მიმდინარე კლიმატის სამიტზე პირობა დადო, რომ ქვანახშირის გამოყენებას შეწყვეტს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში განაცხადეს. გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატური ცვლილებების რიგით 26-კონფერენეციაზე შეთანხმდნენ, რომ მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2030 წლისთვის წარმოებაში ქვანახშირის ენერგიის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ხოლო შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2040 წლისთვის. შეთანხმებას ხელი 40-მა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის ქვანახშირის ისეთმა მსხვილმა მომხმარებლებმა, როგორებიცაა პოლონეთი, ჩილე და ვიეტნამი. ხოლო ქვანახშირის წარმოებითა და მოხმარებით ყველაზე მსხვილმა ქვეყნებმა - ავსტრალიამ, აშშ-მა, ინდოეთმა და ჩინეთმა მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა განაცხადეს. ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, დაასრულონ ქვანახშირის გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციის განხორციელება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. გაერო-ს დასკვნებით, ქვანახშირის ენერგიის გამოყენება კლიმატური ცვლილების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია და წარმოებიდან მისი ამოღება და შედარებით სუფთა ენერგიის მოხმარებაზე გადასვლა უმნიშვნელოვანესი იქნება გლობალური დათბობის შესაჩერებლად.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)