11:21 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-01 13:36:30, 371 ნახვა

საზოგადოება
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ახალი გამარჯვებული 26 წლის ლიკა კეშელავაა

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ახალი სტიპენდიანტი 26 წლის ლიკა კეშელავაა. გამარჯვებული 2022 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის 2 წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის.

გამარჯვებული სპეციალურმა  ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს ბანკისა და  Miami Ad School Europe - ის წარმომადგენლები. ჟიურიმ გამარჯვებული  კონკურსში მონაწილე 35  კანდიდატს შორის შეარჩია.

„საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერაა ამ შემთხვევაში კი, კრეატიული ინდუსტრიის. სწორედ ამ მიზნით და Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, 2019 წელს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით. გვინდოდა ნიკას სურვილი აგვესრულებინა და მეტ ქართველს ჰქონოდა შესაძლებლობა ესწავლა MASE-ში. შედეგად, ლიკა უკვე მეორე სტიპენდიანტია, რომელიც ბერლინის Miami Ad School Europe-ში საქართველოს ბანკისა და MASE-ის მიერ დაწესებული ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ისწავლის. ვულოცავთ გამარჯვებულს და ვუსურვებთ წარმატებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

რა უნდა იცოდე Miami Ad School-ის შესახებ?

Miami Ad School-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის  მასშტაბით.

სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსანტებს უნდა ჩაებარებინათ MASE-ში სამი მიმართულებიდან ერთ-ერთზე: Art Direction,Copywriting, Creative Technology.

 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics