12:15 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 11:30:10, 642 ნახვა

საზოგადოება
ცესკო მოუწოდებს კვლევით კომპანიებს, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები

როგორც ცენტრალური სააჩევნო კომისიის სპიკერმა განაცხადა, ცესკო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ამომრჩევლებს გაესაუბრონ საარჩევნო უბნის გარეთ. რადგან კანონის მიხედვით აკრძალულია საარჩევნო უბანზე  ეგზიტპოლების ჩატარება.

"როგორც ცნობილია, არჩევნების მეორე ტურზე, რამდენიმე კვლევითი კომპანია აწარმოებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. ამ ტიპის გამოკითხვები ყოველ არჩევნებზე ხორციელდება და კვლევით კომპანიებს აქვთ სრული თავისუფლება საარჩევნო უბნის გარეთ გაესაუბრონ მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში კანონით აკრძალული და დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება. მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს, რომ გააფრთხილონ საკუთარი წარმომადგენლები აღნიშნულის თაობაზე და დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. 

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას.- განაცხადეს ცესკში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics