|
2021-10-29 10:43:14, 793 ნახვა
საზოგადოება
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონიას ნინო თანდილაშვილი დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა. უწყების ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაზე ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ კონკურსი ისეთი საინტერესო ინიციატივების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომელიც ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებას, უნარჩენო წარმოების წახალისებას და ალტერნატიული საწვავი ენერგიების გამოყენებას უწყობენ ხელს. „გამოვავლინეთ კომპანია, რომელსაც ძალიან საინტერესო ინიციატივა აქვს მწვანე პროექტების განხორციელების კუთხით. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი ასეთი კონკურსი საშუალებას აძლევს ბიზნესს, რომ უფრო მეტი ინიციატივა შეიმუშაოს და უფრო მეტი წახალისების მექანიზმები შეიქმნას კერძო სექტორში გარემოსდაცვითი მიმართულებით საინტერესო პროექტების განხორციელების კუთხით“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო, „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის. კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩატარდა.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)