|
2021-10-23 20:47:51, 1183 ნახვა
საზოგადოება
ცერცვაძე - საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს
"დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე". - ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სიტუაციის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ვაქცინაციის ტემპის ზრდა და ასევე, პირბადის ტარების რეგულაციის დაცვა. „ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია, საგანგაშოა. ახალი შემთხვევების ზრდა სახეზეა. ჯერჯერობით საბედნიეროდ ვინარჩუნებთ კატასტროფულად მაღალი შემთხვევებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ პროცენტს, თუმცა ეს დაბალი ციფრები, გამოხატული აბსოლუტურ რიცხვებში მაინც ძალიან დიდია საქართველოსთვის; 30-40 გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია ქვეყნისთვის, მაგრამ ასეთი რაოდენობის ავადმყოფების ფონზე, ეს გარდაუვალია ყველაზე უკეთესი კლინიკური მართვის პირობებშიც კი. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პანდემია. დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე. რას აკეთებს? კატეგორიულ უარს ამბობს ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4-5 000 აცრა – ეს არის მიზერი, კატასტროფა. არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა ამას არ შვრება. ასევე, უარს ამბობს პირბადის ტარებაზე. საქართველოში 45%-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, მაშინ, როცა ევროპაში 90-95%-ია. ამასთან, ქართველი კაცი ვერაფრით ვერ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, ქორწილებზე, ქელეხებზე იუბილეებზე და ახლა ამას ემატება პოლიტიკური მიტინგები. ვიყოთ რეალისტები და შევეცადოთ გავაუმჯობესოთ სიტუაცია იქ, სადაც ეს შესაძლებელია – ეს არის ვაქცინაცია და პირბადის ტარება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)