|
2021-10-23 10:20:10, 502 ნახვა
საზოგადოება
საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ ძალადობა გამოვლილ და მოწყვლად ჯგუფებს მისწვდება
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, იზრდება ვაქცინაციის კამპანიის მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, შვედეთთან, შვეიცარიასთან და გაეროს მდგრადი განვითარების ფონდთან პარტნიორობით, აქტიურად ეხმარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რათა ვაქცინაციის პროცესი დააჩქაროს და 2021 წლის ბოლომდე, ზრდასრული მოსახლეობის აცრის 60-პროცენტიან ნიშნულს მიაღწიოს. მათ ამომწურავი პასუხი გასცეს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ვაქცინაციის მნიშვნელობას ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. შეხვედრას მობილური სამედიცინო ბრიგადა ესწრებოდა, შეხვედრის მონაწილე ვაქცინაციის მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზევე დარეგისტრირებულიყვნენ და აცრილიყვნენ. შეხვედრის შემდეგ 20-მდე პირი აიცრა. „ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა უხილავ მტერთან. ვაქცინაცია ჩვენი მთავარი იარაღია, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს. კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99 პროცენტი აუცრელი იყო. ვაქცინებზე წვდომის გასაზრდელად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მარათონი დავიწყეთ, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მისწვდება“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. „ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვეულ ცხოვრებას დაგვიბრუნებს. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საქართველომ კრიზისის დაძლევის საფეხური გაიაროს და კრიზისის შემდგომ აღდგენაზე გადავიდეს. გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა გააგრძელოს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა ვაქცინებთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გაქარწყლებისა და ვაქცინაციისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის საქმეში“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ. „ძალადობა გამოვლილი და მოწყვლადი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაციის შესახებ, სანდო ინფორმაციის მიღება, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. აღნიშნული პირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინები და ზუსტად უნდა იცოდნენ, თუ როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან“, - აღნიშნა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსმა - ინდირა რობაქიძემ. საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ წლევანდელი გაეროს დღის, 24 ოქტომბრის, სულისკვეთებას ეხმიანება.
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)