|
2021-10-22 19:36:04, 1312 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი ანგელა მერკელს - ევროპელი ლიდერები თქვენს გარეშე, ეს იგივეა, რაც რომი ვატიკანის გარეშე
" ანგელა მერკელის გარეშე ევროპელი ლიდერების შეკრება იგივეა, რაც „რომი ვატიკანის გარეშე და პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე". ამის შესახებ ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე , რომელიც ანგელა მერკელისთვის, როგორც გერმანიის კანცლერისთვის, 117-ე და ბოლო სამიტია მას ემოციური დაშვიდობება მოუწყვეს. "თქვენ ხართ ჩვენი ევროპული პროექტის კომპასი და მანათობელი შუქურა“, - აღნიშნა მიშელმა. რაც შეეხება ბელგიის პრემიერს ალექსანდრე დე კრომს, მისი განცხადებით მერკელი ხშირად დახმარებია მათ რთული გადაწყვეტილების მიღებაში. „მან 16 წლის განმავლობაში მართლაც დატოვა თავისი კვალი ევროპაში, დაგვეხმარა 27-ვე ჩვენგანს რთულ მომენტებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“,- აღნიშნა ალექსანდრე დე კრომ. ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ ევროპული პოლიტიკის პროფესიონალის წასვლა დიდ სიცარიელეს დატოვებს. „ის, შეიძლება ითქვას, სიმშვიდის თავშესაფარი იყო ევროკავშირში. ის უდავოდ დიდი ევროპელია“,- აღნიშნა შალენბერგმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)