17:04 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 11:06:45, 570 ნახვა

საზოგადოება
22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. ამ მიმართულებით საქმიანობის მასშტაბები ბოლო წლებში თვალსაჩინოდ გაიზარდა. 2013 წლიდან დღემდე, აღდგენილია 1100 ჰა ფართობი ტყის მასივი,  აქედან, მიმდინარე წელს, ხეები დაირგო 444 ჰექტარზე. ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიაზე დარგულია 900 000-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი. 

ტყის აღდგენის ღონისძიებების პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ეწყობა დროებითი სანერგეები, იქმნება სწრაფმზარდი მცენარეების (აკაცია) პლანტაციები, რითაც სააგენტო ასრულებს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ ნაკისრ ვალდებულებასა, რაც გულისხმობს, 2030 წლამდე, ტყის აღდგენა ყოველწლიურად არანაკლებ 150 ჰა ტერიტორიაზე განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ ხის  დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრი სტერლონგ მორტონია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics