|
2021-10-22 10:44:13, 784 ნახვა
საზოგადოება
ჩეხეთის სენატორები დუშეთის შშმ პირების პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს გაეცნენ
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პანსიონატს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე მილუშე ჰორსკა და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკასი სტუმრობდა. უწყების ცნობით, საპატიო სტუმრები პანსიონატში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და პანსიონატის დირექტორმა გიორგი მარტყოფიშვილმა მიიღო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი იანა ზელინგეროვა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა, დესკ-ოფიცერი ევა კარლიკოვა და პროექტების მენეჯერი თამარ კურტანიძე. მათივე ინფორმაციით, ჩეხმა სტუმრებმა მოინახულეს სახელმწიფო მზრუნველობაში არსებული დუშეთის პანსიონატი, ადგილზე გაეცნენ პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარების საჭიროებებსა და მიმდინარე პროცესებს. ამასთან, დაათვალიერეს ჩეხეთის კარიტასის პროექტის ფარგლებში შეძენილ კერძო სახლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, რაც დაკავშირებულია ახალი სერვისების შექმნასთან. აღსანიშნავია, რომ პროექტი ჩეხეთის კარიტასის მიერ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციას. კერძოდ კი, უახლოეს მომავალში განხორციელდება დიდი ზომის პანსიონატებში მცხოვრები შშმ პირებისთვის თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება და მათი მცირე საოჯახო ტიპის სახლებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასმა შეიმუშავა დეინსტიტუციონალიზაციისათვის საჭირო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩეხეთის კარიტასის მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი მცირე საოჯახო ტიპის სახლები იქნება ერთგვარი მოდელი, თუ რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვაში უწევთ გადასვლა. აღსანიშნავია, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი მარტყოფის შშმ პირების პანსიონატშიც ხორციელდება.
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)