|
2021-10-21 17:16:07, 779 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - პატიმრის უფლებების დაცვა თუ შურისძიებაა, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს
„რაც შეეხება თითქოსდა რაიმე სახის შურისძიებას, ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, დაცული იყოს პატიმრის უფლებები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. თუკი ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს", – უპასუხა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტს შეკითხვაზე, თითქოს საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა არის „შურისძიება". „ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა უწყებას და ჩამოყალიბდა არაფორმალურად ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, რომელშიც არიან, მათ შორის, სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეები და ჩვენ რეგულარულად ვცვლით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ექიმებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, შედგა კონსილიუმი და ჩვენ მივიღეთ მათგან გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის შესრულებული. თუკი ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ამჟამად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. რაც შეეხება მის ჰოსპიტალიზაციას, ამისთვის არსებობს დადგენილი წესები. მინისტრის თქმით, როდესაც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის საჭიროება დადგება, ყველა შესაბამის ზომას მიიღებენ, რაც იქნება კანონთან ზუსტ შესაბამისობაში.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)