|
2021-10-21 11:06:33, 503 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ჯეო ქონსთრაქშენი“ საქმიანობას აფართოვებს
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესპროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ჯეო ქონსთრაქშენი“ ახალ მიმართულებას ავითარებს. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კომპანია წარმადობის ზრდას, წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. პროექტის ჯამური ღირებულება 690 000 ლარია. ის სრულად საქართველოს ბანკის მხრიდან დაფინანსდა. „მოხარული ვართ რომ ბანკმა, როგორც სანდო პარტნიორმა, გამოგვიცხადა ნდობა და ხელი შეგვიწყო, წამოგვეწყო ახალი მიმართულებით საქმიანობა. ამ ეტაპზე საწარმოს წარმადობა საათში 60 კუბია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამ ციფრს მნიშვნელოვნად გავზრდით. აქტიურად ჩავერთვებით ქარელის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე შიდა ქართლში სამელიორაციო სამუშაოებში, რაც ხელს შეგვიწყობს კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი“,- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, არჩილ წიწვიანიძემ. „სასიამოვნოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში ბიზნესების გაძლიერებაში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნესს, განახორციელოს ეკონომიკურად გამართლებული პროექტები, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში გააძლიეროს და გააჯანსაღოს ქვეყნის ეკონომიკა“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)