|
2021-10-20 11:44:47, 588 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე, ე.წ საველე ჰოსპიტლების მოწყობის საჭიროება არ არსებობს
საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში დღეისთვის ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია, თავისუფალია 9 000–მდე საწოლიდ და ვაქცინირებულია მილიონამდე მოქალაქე. ,,დღეს ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია, გვაქვს 9000-მდე საწოლი და ვაქცინირებული მილიონამდე მოქალაქეა. იმის ალბათობა, რომ რომელიმე ვაქცინირებულ მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, არის ძალიან დაბალი. ეს უკვე თვალსაჩინოდ იკვეთება თბილისშიც და ბათუმშიც. ამდენად, ეს გვაძლევს საშუალებას არსებული რესურსით, რომელიც გვაქვს ჯანდაცვის სექტორში გავიაროთ ინფექციის მზარდი მატების პერიოდი, საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)