|
2021-10-18 12:43:52, 855 ნახვა
საზოგადოება
მინისტრის განცხადებით, მთავრობა ვაქცინაციასთან მიმართებაში იძულების ზომებს ჯერჯერობით არ განიხილავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა ვაქცინაციასთან მიმართებაში იძულების ზომებს ჯერჯერობით არ განიხილავს. როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, შემოიღონ გარკვეული რეგულაციები ობიექტის შიგნით. „მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მიყვება ამ გზას, ე.წ ირიბი იძულების მეთოდები შემოიღო და რესტორნებში, სასტუმროებში, შოპინგ მოლებში აუცრელი ადამიანები ვეღარ შედიან, თუმცა ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ჩვენ ჯერჯერობით იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა მივესალმები ცალკეული ბიზნესების ინიციატივებს, რომ გახდნენ ე.წ მწვანე სტატუსის მატარებელნი და თავისი გადაწყვეტილებით, მათ აქვთ უფლება, გარკვეული რეგულაციები ობიექტის შიგნით შემოიღონ. ამ ეტაპზე, ჩვენ არ განვიხილავთ“, - განაცხადა თურნავამ.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)