20:38 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 18:06:37, 605 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური სამსახური- N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ელექტროენერგიის აღდგენისთანავე პატიმარები ოჯახთან დაკავშირებას შეძლებენ

N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში   გაჩენილი ხანძარი  ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. -ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, ხანძრის  შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს. როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება ყველა მსჯავრდებულს  ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.

„N17 დაწესებულების სამზარეულოში  ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აქვე განმარტავთ, რომ   N17 დაწესებულება  საკმაოდ მოშორებით მდებარეობს    რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური  (N 5, N 6,  N 12, N 16)  დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.“- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics