|
2021-10-14 10:39:25, 456 ნახვა
საზოგადოება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს; სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს და არსებული შედეგები შეაჯამეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში, მავნებელთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, ფაროსანას მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული, თუმცა, ამ პერიოდში, როცა მავნებელი უკვე გამოსაზამთრებლად ემზადება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მწერის საწინააღმდეგოდ აპრობირებული მექანიკური მეთოდების გამოყენება. მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეულების მიმდინარე პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. აზიური ფაროსანას ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება, დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. აჭარაში მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 6779 ჰა ფართობი, დამონტაჟებულია 2900 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 520 ფერომონიანი დამჭერი.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)