|
2021-10-11 16:12:39, 1158 ნახვა
მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი კოლონიაში ტერორისტად და ექსტრემისტად აღრიცხეს
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი კოლონიაში ტერორისტისა და ექსტრემისტის სახელით შეიყვანეს. ამის შესხებ ნავალნი საკუთარ ოფიციალურ „ინსტაგრამ“ გვერდზე წერს. როგორც ნავალნი აღნიშნავს, ეს ძალიან კარგი სიახლეა. რადგან აქამდე მას "გაქცევისკენ მიდრეკილის" სტატუსი ჰქონდა,რაც პროცედურულად უფრო დამღლელი იყო,ვიდრე „ტერორისტისა“ და „ექსტრემისტის“ სტატუსი, რადგან „გაქცევისკენ მიდრეკილად“ აღრიცხვის გამო მას ღამით ყოველ საათში ერთხელ შემოწმებისთვის აღვიძებდნენ. ეს "უძილობით წამებაა". განმარტა ნავალნიმ. მისი თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ ერთხმად მიიღო. „კომისიამ იპოვა ყველაზე დიდი, რაც მე მინახავს T- ფორმის მაგიდა,შეაგროვა ბევრი ხალხი,ეს ყველაფერი ქორწილს ჰგავს, მხოლოდ პატარძლის ნაცვლად - უფროსი ლიდერების პორტრეტებია. დავთვალე და ფრაზა "ნავალნი ალექსეი ანატოლის ძე, 1976 წელს დაბადებული, მე-2 გამოსასწორებელი კოლონიის, მე-2 რაზმში დაკავებულია უკანონოდ" ვიდეორეგისტრატორზე 1669-ჯერ გავიმეორე (ყოველ ორ საათში გამოწმებენ, ხომ არ გაიქეცი). ეს საშინლად მომბეზრდა. ექსტრემიზმთან კიდევ კაფია - არავინ არ გამოწმებს. მეშინოდა, რომ პუტინის სურათების კოცნას და მედვედევის ციტატების დაზეპირებას მომთხოვდნენ, მაგრამ არც ეგ არის საჭირო." –განაცხადა ნავალნიმ. შეგახსენებთ, ნავალნი მოწმავლის შემდეგ, თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო და ბერლინის საავადმყოფოში მკურნალობდა, ის კლინიკიდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი დაბრუნებისთანავე აეროპორტშივე დააკავეს. 2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)