00:09 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-11 15:51:16, 614 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილი, როგორც მოშიმშილე პატიმარი იმყოფება მუდმივი დაკვირვების ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„თუკი დადგება ამის საჭიროება, ჩვენი სამედიცინო, ძალიან კვალიფიციური პერსონალის  მიერ გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას", - განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება იმ ცრუ ინფორმაცის საპასუხოდ  გააკეთა, რაც დღის ბოლოს გავრცელდა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გაკეთა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის  სასიცოცხლო მაჩვენებლები  ნორმაშია და ის იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics