|
2021-10-10 13:51:29, 819 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ვაქცინის რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია და ყველა უნდა იყოს ვაქცინირებული
ყოველდღიურად ეცემა აცრის მაჩვენებელი, დღეს შვიდი ათასამდე იყო ეს სტატისტიკა, რაც ძალიან ცოტაა. ვთხოვ ყველას, რომ მივმართოთ ვაქცინაციის ცენტრებს. ვაქცინის რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია და ყველა უნდა იყოს ვაქცინირებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ფაქტია, რომ ბოლო 5-6 დღეა კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეინიშნება. „რამდენად სტაბილური იქნება ამ შემთხვევათა მატება, გამოჩნდება მომავალ კვირაში. ფაქტი ერთია, რომ ყველა მაჩვენებელი, ბოლო კვირის განმავლობაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის ინდექსი და რეპროდუქციის ინდექსი გაუარესდა. რეპროდუქციის ინდექსი, დღევანდელი მონაცემებით, არის ერთზე ბევრად მეტია, რაც პროგნზულად ძალიან არასასიამოვნოა. თუ ეს მეხუთე ტალღის დასაწყისია, ეს ნიშნავს, რომ საწყისი ციფრები მეხუთე ტალღისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე ეს იყო მეოთხე ან მესამე ტალღის დასაწყისში. გარდა შემთხვევების მატებისა, თანდათან ქვეყანა შედის ცივ პერიოდში, რომლისთვისაც დამახასიათებელია კიდევ სხვა რესპირაციული ვირუსების აქტივაცია, მათ შორის ყველაზე მთავარი გრიპის ვირუსის, ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან საყურადღებოა ყველაფერი ეს. მიმდინარე კვირაში დაიწყება გრიპის საწინააღმდეგო აცრები და ასევე თუ არ გააქტიურდა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ძალიან დიდი საშიშროება იქნება სიტუაციის გაუარესების. სხვადასხვა კვლევებიდან გამოჩნდა, რომ დელტა შტამს ახასიათებს ე.წ. ორთვიანი ციკლები და დაახლოებით ეს ორთვიანი ციკლი იწყება. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს მეხუთე ტალღა, რომელიც დიდი ალბათობით იქნება, შედარებით მსუბუქად გაიაროს ქვეყანამ და ამისთვის მხოლოდ ერთი რეკომენდაციაა, უნდა აიცრას მაქსიმალურად ბევრი ადამიანი. აცრის გარეშე ეს ეპიდემია არ დასრულდება და გვექნება ისევ და ისევ სავალალო შედეგები, რომელიც იმოქმედებს პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე, გვექნება ადამიანური დანაკარგი და იძულებული იქნება ქვეყანა შემოიღოს მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები“, – განაცხადა გამყრელიძემ. გამყრელიძის განცხადებით, დღეს, მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 30,5 %-ია ორჯერადად აცრილი.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)