|
2015-02-03 10:03:13, 2248 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს უკრაინისთვის იარაღით დახმარების საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია
„ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის იარაღით დახმარების საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია“,-ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ფსაკის თქმით, როდესაც საქმე უკრაინასთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკას ეხება, აშშ მუდმივი შეფასების პროცესშია. "მუდმივი შეფასების პროცესში ვართ, როცა საქმე უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ პოლიტიკას ეხება. ჩვენ ისევ კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრაზე ვახდენთ კონცენტრირებას და განვიხილავთ იმ გზებს, რაც მოლაპარაკებებს შეუწყობს ხელს. ხოლო რაც შეეხება სამხედრო იარაღით შესაძლო დახმარების საკითხს, სხვადასხვა საშუალებები ისევ რჩება განხილვის პროცესში, თუმცა მხედველობაში ვიღებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ამ ეტაპზე შიდა მსჯელობების თაობაზე ვერაფერს გეტყვით," - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)