|
2021-10-06 14:21:17, 746 ნახვა
საზოგადოება
მსახიობი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. ამირან ქადეიშვილი 1953-1985 წლებში იყო ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და თეატრ „ძველი სახლის“ მსახიობი. მან თეატრსა და კინოში არაერთი სახასიათო როლი შექმნა. მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული კი „ხირხალას“ როლით დაიმსახურა ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“. მსახიობის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია („სემირამიდას ბაღები“, ს. დოლიძე, 1970წ.), კვეგვე ტარბა („მთვარის მოტაცება“, თ. მელიავა, 1973წ.), კურა-მუჰამედი („ციმბირელი პაპა“, გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა („პირველი მერცხალი“, ნ. მჭედლიძე, 1975წ.), ხირხალა („სიყვარული ყველას უნდა“, გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980წ.) და სხვა. მონაწილეობდა ფილმებში: „კავკასიის ტყვე“ (გ. კალატოზიშვილი, 1978წ.), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ ( ყ. მგელაძე, 1980წ.), „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (ლ. აბაშიძე, 1980წ.), „ჟამი მოქცევის“ (ნ. ომიაძე, 1982წ.) და სხვა. ამირან ქადეიშვილს 2018 წელს, ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)