|
2021-10-04 10:47:54, 435 ნახვა
საზოგადოება
ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება
ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება. - ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ავრცელებს. "ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს ზოგადი (საშუალო) განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 04 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრამდე. ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა სასწავლო კურსის გავლის მსურველმა პირმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს საბუთები შემდეგ მისამართზე - assistant@notary.ge ა) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა სასწავლებლიდან [დამოწმებული სანოტარო წესით] ; ბ) CV; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ფოტოსურათი (ზომით 3X4). სასწავლო კურსის გასავლელად ნოტარიუსთა პალატისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა 300 ლარია. აღნიშნულ თანხას კანდიდატი იხდის ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა სასწავლო კურსზე რეგისტრაციის შემდგომ, სწავლების დაწყებამდე. კურსზე მისაღები რაოდენობა განისაზღვრა 50 კანდიდატით, სწავლება განხორციელდება 2 ეტაპად, დარეგისტრირების რიგითობის შესაბამისად. ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა სასწავლო კურსის ვადაა 10 კვირა. ეპიდემიოლოგიური ვითარების და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, სასწავლო კურსის თეორიული და პრაქტიკული სწავლება წარიმართება შერეული (ონლაინ და ადგილზე დასწრების) მეთოდით. სწავლების ადგილზე დასწრების კურსი ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში, შემდეგ მისამართზე ჩატარდება - თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა N60 სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თანაშემწეობის კანდიდატს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა და სერტიფიცირებული თანაშემწე ნოტარიუსის თანაშემწის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდება. აღნიშნული ბაზიდან კვალიფიციური თანაშემწის შერჩევას უშუალოდ ნოტარიუსი ახორციელებს." - ნათქვამია განცხადებაში.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)