|
2021-09-28 10:28:57, 488 ნახვა
საზოგადოება
UNHCR-მა და ჯანდაცვის სამინისტრომ ლტოლვილების და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაქცინაციის პროცესი დაიწყო
„არავინაა უსაფრთხო, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ“-საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ (UNHCR), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში მცხოვრები ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი კამპანია დაიწყო. კამპანია საქართველოში მცხოვრებ თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების მოწყობასა და აღნიშნულ პირთა ვაქცინაციას ითვალისწინებს. საინფორმაციო კამპანია, მარტყოფში, თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში დაიწყო, სადაც თავშესაფრის მაძიებლები და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) თანამშრომლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ან მეორე დოზით სპეციალურად მობილიზებულ ვაქცინაციის მოძრავ ამბულატორიაში აიცრნენ. იმუნიზაციის პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მისიის ხელმძღვანელი კემლინ ფურლეი დაესწრნენ. შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის გლობალური კამპანია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და გაეროს გენერალური მდივნის - ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)