|
2021-09-27 11:44:58, 389 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ UNICEF-ის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით გამართულ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში - "ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში". კონფერენციის მიზანი იყო ბავშვის უფლებების შესახებ სწავლებისა და სწავლისთვის შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და მომავალი სპეციალისტებისთვის აღნიშნული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობის მიცემა. მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის გამჭვირვალედ და კანონთან სრული შესაბამისობით წარმოების მიზნით უწყების მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. კერძოდ, აკადემიის მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების სწავლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, გამოძიების მონიტორინგის გზით, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის მიმართულებით. კონფერენციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ პროფესორები და სტუდენტები, მთავრობის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, გაეროს სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)