|
2021-09-23 12:02:17, 372 ნახვა
საზოგადოება
იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისის თანაბარი განვითარება ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავი ქალაქების ტოპ შვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა
პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ქუთაისის თითოეულ უბანს თავისი შინაარსობრივი და კოლორიტული დატვირთვა აქვს და ღირსეულ განვითარებას იმსახურებს. მერობის კანდიდატმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმაში აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულშია გათვალისწინებული. ისაუბრა გაზრდილი ბიუჯეტის (91,ლნ ლარი) მნიშვნელობაზეც, რომელიც ქალაქის იერსახეს უნდა მოხმარდეს და საბოლოო ჯამში, თითოეული თანაქალაქელის კეთილდღეობაზე აისახოს. მისი თქმით, ქუთაისი არა მარტო განათლებისა და კულტურის სტატუსს დაიბრუნებს, არამედ ტურისტულ ჰაბად იქცევა. მერობის კანდიდატის გეგმაშია, ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილების შექმნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში და არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში. „ ქუთაისის თანაბარი განვითარება, ტურისტებისთვის საინტერესო ქალაქთა ტოპშვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა. ქალაქიდან გამგზავრებულ ტურისტებს ჩვენს ქალაქში მეორედ ჩამოსვლის სურვილი უნდა უჩნდებოდეთ. კეთილმოწყობილი სკვერები, რეკრეაციული ზონები, საფუძვლიანად რეაბილიტირებული გზები, მოწესრიგებული უბნები, ახალგაზრდული სივრცეები, მრავალფეროვანი გასართობები და ატრაქციები, რაც დაგეგმილია, ჩვენს ქალაქს არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის გახდის უფრო კომფორტულს და სასურველს, არამედ სტუმრებისთვისაც. ქუთაისი უნდა ვაქციოთ ტრადიციებისა და ინოვაციების ქალაქად, რომელშიც თითოეული თქვენგანის ინიციატივა და თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)