20:14 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 11:10:53, 1126 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1981 წელს დაბადებული მ.პ. დააკავა. 

უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება და "ამფეტამინის“ შემცველი 83 გრამი ნარკოტიკი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას იმის მიერ, ვისაც წარსულში აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული აქვს ჩადენილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics