|
2021-09-19 11:18:28, 887 ნახვა
საზოგადოება
სუს-ის კრებსი - მღვდელმა თბილისში პატრიარქის მდივანი სცემა და სხვა სასულიერო პირებსაც გაუსწორდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს სასულიერო პირებმა ერთმანეთი სცემეს, კრებსში წერია, რომ პატრიარქის მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს თბილისში წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მიქაელ ალანიამ სცემა. ალანია რამდენიმე მღვდელმსახურსაც ფიზიკურად გაუსწორდა. " მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს ქ. თბილისში, კანდელაკის #6-ში მდებარე წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დიმიტრი ბურდულმა (გამოყენებულია პირადი მონაცემები) აცნობა, რომ მისი ტაძრის მღვდელმსახურმა მიქაელ ალანიამ (გამოყენებულია პირადი მონაცემები) ნასვამ მდგომარეობაში მასსა და რამდენიმე სასულიერო პირს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მ. ბოტკოველმა აღნიშნული ინფორმაცია შეატყობინა ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს, რომელიც გეგმავს მ/წლის 1 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბაროს ინციდენტში მონაწილე პირები. " - წერია სუსიდან გამოჟონილ კრებსში. აქედანვე ირკვევა, რომ მღვმდელმსახურ ალანიას ერთი თვის ვადით შეუჩერდება მღვდელმსახურების უფლება, ხოლო სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ გადაიყვანენ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში არსებულ რომელიმე ტაძარში.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)