|
2021-09-18 19:37:14, 732 ნახვა
საზოგადოება
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრება მიმდინარეობს
თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილზე, სატყეო ტერიტორიის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს.- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „როგორც იცით, ეს მეწყერსაშიში ფერდია. გასულ წელს იყო გარკვეული პრობლემები, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა და დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოების განხორციელება. 80 მეტრის სიგრძის კედელი შენდება. გარდა ამისა, 15 მეტრზე გაკეთებულია ხიმინჯოვანი ბურღები, რის ზემოთაც კედელი მოეწყობა და ეს პრობლემა სრულად მოგვარდება. საფრთხე, რომ ფერდი დაძრულიყო და პრობლემა შექმნოდა როგორც გზას, ისე მოსახლეობას, მოიხსნება. სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტს დაახლოებით, 1.5 მლნ ლარი უჯდება, ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. „პროექტი ითვალისწინებს 80 მეტრი სიგანისა და 5,5 მეტრი სიმაღლის საყრდენი კედლის, ასევე, კიუვეტების მოწყობას. აღნიშნულ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის მარტში, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით, წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოები გადაუდებელი წესით ჩატარდა და ფერდის დამცავი დროებითი კედელი მოეწყო, რის შემდეგაც უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიგეგმა. კახა კალაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა დაათვალიერეს.“-ნათქვამია განცხდებაში.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)