|
2021-09-18 18:50:19, 640 ნახვა
საზოგადოება
ვერაზე მოკლული კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს - გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით, არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს
"ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით" - ასე მიმართა ნიკა კვარაცხელიას მამიდამ მედიას და საზოგადოებას. გარდავლილის მამიდის განცხადებით, ნიკას მამას ამხელა ცოდვა რომ ჰქონოდა, მის ოჯახს საქართველოში არ აცხოვრებდა. „პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. მადლიერი ვართ თქვენით, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით. არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩვენს ოჯახს. ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს სამშობლოში და ამ შუაგულ ქალაქში ხუთი შვილით არ აცხოვრებდა. მთელი ნათესავები ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ და არანაირი საფრთხე არ გვიგრძვნია, არასოდეს არავისი შეგვშინებია, იმიტომ, რომ ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. დაწყნარდება სიტუაცია და მტყუან-მართალი გაირკვევა“, -განუცხადა გარდაცვლილის მამიდამ ნანი კვარაცხელიამ ჟურნალისტებს.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)