|
2021-09-18 11:42:16, 2098 ნახვა
სამხედრო
მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა
ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. დასკვნით წვრთნებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, მისი მოადგილე და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური დაესწრნენ. საარტილერიო ქვედანაყოფმა საველე სწავლება ბატალიონის დონის შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებით განახორციელა. საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მიზიდული იყო 34-ე საარტილერიო ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ამავე ბატალიონის ავტოტექნიკა, ჯავშანტექნიკა და შეიარაღება. საველე სწავლების ფარგლებში დაიხვეწა როგორც სამხედროების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, აგრეთვე ბატალიონის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)