|
2021-09-17 12:52:20, 612 ნახვა
საზოგადოება
სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, რომლებმაც ევროპის ქვეყნებში აპრობირებულ სოციალურ კოდექსთან დაკავშირებით ისაუბრეს. მოხდა გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის და ლიეტუვის სოციალური დაცვის კანონმდებლობისა და სისტემური მოწყობის მოდელების მაგალითების განხილვა და საქართველოსთან შედარება. კოფერენცია მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გახსნა და სოციალური კოდექსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, რომ ცვლილება გააერთიანებს სოციალურ კანონმდებლობას, სამუშაო პროცესში მოხდება სოციალური დაცვის სისტემის, მასში არსებულ გამოწვევების გაანალიზება და საბოლოოდ სოციალური დაცვის მექანიზმები უფრო მაღალ სტანდარტზე ავა. „ამ პროცესში უკვე ჩაერთნენ საერთაშორისო ექსპერტები, ჩვენ გვქონდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც გერმანელი, ფინელი, ფრანგი და ლიეტუველი ექსპერტები ჩაერთვნენ. მათ აქვთ უშუალო გამოცდილება სოციალური კოდექსის შემუშავების და დახვეწის პროცესში თავის ქვეყნებში. კონფერენციაზე წარმოგვიდგინეს თავისი ქვეყნის მაგალითები, ისევე როგორც რეკომენდაციები თუ როგორ უნდა წარიმართოს კოდექსის შემუშავების პროცესი. ჩვენ უკვე ვასრულებთ მუშაობას საქართველოში არსებული სისტემის შეფასებაზე და ამ შეფასების წარდგენა მალე მოხდება ფართო საზოგადოებისთვის. ვნახავთ თუ სად არის და რა არის სისტემური გამოწვევები, ასევე რეკომენდაციები რომელსაც ექსპერტები მოგვცემენ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სოციალური დაცვის და მხარდაჭერის სისტემა საქართველოში. ამაში შედის როგორც სოციალური გასაცემლები, ასევე აქტიური შრომის ბაზრის და დასაქმების პოლიტიკა, ასევე ჯანდაცვის უფრო უკეთესი ხელმისაწვდომობის და ხარისხის მეთოდოლოგიები, შესაბამისი მხარდაჭერისა და ორგანიზაციული მექანიზმები, რომელიც ამ ყველაფრის განხორციელებას გახდის შესაძლებელს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ქართველი მოსახლეობისთვის სოციალური კოდექსის სარგებელზე ისაუბრა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორმა რაფაელ ჟოზანმა. „საქართველოს მთავრობა სოციალურ კოდექსზე სწორედ ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობს. სოციალური კოდექსი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დღეს სწორედ ევროპული სტანდარტები განვიხილეთ, ევროპელმა ექსპერტებმა სამინისტროს წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ახლა ვართ კოდექსზე მუშაობის საწყის ფაზაზე, რომელიც 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება. უკვე მოხდა თემების გამოყოფა და სამომავლოდ აღნიშნულ თემებზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. მოხდება არსებული სიტუაციის აღწერა და სამომავლო ხედვის განსაზღვრა. აღნიშნული კოდექსის შექმნას რა თქმა უნდა დრო სჭირდება, მისი დანერგვა კი ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით მოხდება“, - აღნიშნა რაფაელ ჟოზანმა. შეხვედრის ბოლოს, კონფერენციის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და შეხვედრის მონაწილეებს კოდექსის შემუშავებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას მინისტრი ონლაინ ფორმატში ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის შექმნისთვის, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოების მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით სოციალური კოდექსის 2 წლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო. სოციალური კოდექსის რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის. სოციალურ კოდექსზე მუშაობა 2023 წელს დასრულდება.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)