|
2021-09-17 11:26:40, 609 ნახვა
საზოგადოება
იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისი უნდა იყოს სინერგიული განათლების ცენტრი, ეკო ქალაქი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე ევროპაში
პარტია „ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მაგდა კოსტავასთან დს პარტიის სხვა წევრებთან ერთად კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ეუთოს სადამკვირებლო მისიის გრძელვადიანი დამკვირვებლები ესწრებოდნენ. იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქის მერის პოზიციაზე ყოფნის 9 თვის განმაბვლობაში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა. „ჩვენ შევძელით, რომ წელს უპრეცედენტოდ დიდი ბიუჯეტი აქვს ქალაქს - 91 მლნ.ლარი. „ვფიქრობ, ღირსების თემაა ჩემი ინიციატივით მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭება და მეამაყება. ჩვენ ასე გამოვხატეთ სიმბოლური პროტესტიც ოკუპაციის წინააღმდეგ და სამშობლოსათვის თავდადებული ახალგაზრდების მიმართ ღრმა პატივისცემა", -აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა. მისი თქმით, ამ პერიოდში დაიწყო სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სააბიტურიენტო პროგრამის დაფინანსება, რამაც ბევრი ოჯახი და ახალგაზრდა გააბედნიერა. ქუთაისში დაარსდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა და ქუთაისი - ვასილ ამაშუკელის ქალაქი იქნება მისი მასპინძელი. მისი თქმით, წელს ქუთაისი მასპინძლობს „ევროპული საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს", რაც ქუთაისის ცნობადობის ზრდისა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, პანდემიასთან დაკავშირებით დაარსდა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი, რომლითაც, არაერთი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)