|
2021-09-17 11:10:11, 463 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე პირველ ქვეით ბრიგადაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად ახლადგარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა, სადაც შეიცვალა სახურავი, შეიღება ფასადი, განახლდა გათბობის სისტემა და მოწესრიგდა სველი წერტილები. პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სრულად გარემონტდა შტაბის შენობაც, მოეწყო მართვის ცენტრი, გამწვანდა და კეთილმოეწყო ბრიგადის გარე ტერიტორიაც, სადაც ახალი სარწყავი სისტემა დამონტაჟდა. ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. აღნიშნული პროცესი გრძელდება და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)