|
2021-09-16 11:59:11, 331 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე და კახა კუჭავა ახალგაზრდებს შეხვდნენ
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ახალგაზრდებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ესწრებოდა. გიორგი ტყემალაძემ ახალგაზრდებს დედაქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზრდებმა მათთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. შეკითხვები ძირითადად ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებას, ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას, სარეკრეაციო სივრცეების და ველობილიკების მოწყობას და სხვა აქტუალურ საკითხებს ეხებოდა. გიორგი ტყემალაძემ და კახა კუჭავამ ახალგაზრდებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი ხედვები გააცნეს და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. „პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან ერთად, შევხვდი ახალგაზრდებს, რომელთა ხედვები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, სადაც ბევრი აქტუალური საკითხი განვიხილეთ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქალაქი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. გავეცანით ახალგაზრდების მოსაზრებებს და ჩვენის მხრივ, გავაცანით მათ ქალაქის განვითარების ჩვენი ხედვები. ვისაუბრეთ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, რომელთა განხორციელებისას ახალგაზრდების აქტიურობა და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. შეხვედრას, რომელიც "ქართული ოცნების" ვაკის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული, პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი და ნოდარ ტურძელაძე, ასევე საკრებულოს უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)