|
2021-09-15 14:54:02, 390 ნახვა
საზოგადოება
შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედელი მოეწყო
გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედელი მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, როგორც იცით, მეწყრული ზონა იყო, რაც პრობლემას წარმოადგენდა ზემოთ, 16-სართულიან კორპუსებში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც ქვემოთ სხვადასხვა ბიზნესაქტივობას აწარმოებდა და ასევე, მათთვისაც, ვინც ყოველდღიურად იყენებდა ამ საავტომობილო გზას გადაადგილებისთვის. დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. არსებული ტერიტორია სრულად მოწესრიგებულია. შემიძლია ვთქვა, რომ იქ მომუშავე და მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე, იმ გზით მოსარგებლეებისთვის ტერიტორია უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით, მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, მეწყრის სტაბილიზაცია კი მიღწეულია ანკერების, რკინაბეტონის ბადეებისა და გრუნტის ცემენტის საშუალებით. „გარდა ამისა, ფერდობი დაიყო ტერასებად და ჩატარდა ე.წ. ფრანგული კედლის მოწყობის სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ ფერდზე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, რაზეც კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია, დაკვირვება ხუთი წლის მანძილზე განახორციელოს. მცირე ცვლილების შემთხვევაშიც კი, ამაზე ინფორმაცია მაშინვე გვექნება. როგორც აღვნიშნე, პროექტის განხორციელების შედეგად, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხე აღარ ემუქრება. ასევე, დაცულია გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოება“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტს“ მადლობა გადაუხადა, რომელმაც შეშელიძის ქუჩაზე აღნიშნული სამუშაოები შეასრულა.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)