17:27 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 15:11:20, 384 ნახვა

საზოგადოება
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რუსთავში არსებული საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ქ.რუსთავში არსებული საწარმოების წარმომადგენლებთან (ონლაინ) საინფორმაციო შეხვედრა გამართა. - ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა. საწარმოების წარმომადგენლებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ახალ რეგულაციებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიეწოდათ.

„საქართველოს მთავრობამ „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022“  ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და სამრეწველო სექტორიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების პრევენციისა და უკეთ რეგულირების მიზნით დაამტკიცა.

გეგმის შესრულება აქტიურად მიმდინარეობს. კერძოდ, განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული თითქმის ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიმართულია სამრეწველო ემისიების უკეთ რეგულირებისკენ. ამასთან, შესრულდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები და გამწვანების სამუშაოები.

შეხვედრას სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ წევრებიც ესწრებოდნენ.“-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics