|
2021-09-14 13:25:32, 918 ნახვა
რეგიონი
აჭარაში პირველი კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა
უჩხოს კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა. აჭარაში პირველი კანიონი გიდებმა და მოლაშქრეებმა ინსტრუქტორებთან ერთად დალაშქრეს. ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულები 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაეშვნენ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 30 მეტრია. უჩხოს ხეობის კილომეტრნახევრიანი კანიონი ულამაზეს ტყეში გადის და მის დალაშქვრას საშუალოდ 4-5 საათი სჭირდება. კანიონინგი აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში განახორციელა. სპეციალურად პროექტისთვის გადამზადდნენ კანიონგის ინსტრუქტორები, რომლებიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს კანიონის უსაფრთხოდ დალაშქვრაში დაეხმარება. ტურისტული სერვისის შეკვეთა მსურველებს აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ. უჩხოს ხეობა ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ბათუმიდან საშუალოდ 2-2,5 საათის სავალ ნაწილზეა. ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებით გამორჩეულია თავად ხულოს მუნიციპალიტეტიც, სადაც გარდა კანიონინგისა 5-ზე მეტი ტურისტული მარშრუტია მარკირებული.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)