|
2021-09-14 10:55:12, 365 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე - მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმოს ის პროექტები, რომელიც მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს
„ქართული ოცნების" დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ტყემალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნუცუბიძისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მოსახლეობას შეხვდა. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმოს ის პროექტები, რომელიც მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს. გარდა ამისა, გიორგი ტყემალაძის თქმით, ვაკის რაიონში, სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პარალელურად, უნდა შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცე და მოეწყოს მეტი სპორტული ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება. "ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან და ვისმენთ მათ მოსაზრებებს უბნის განვითარების შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა, რათა მომავალში მოსახლეობასთან ერთად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ის პროექტები, რომელიც გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ პირობებს. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ადგილობრივებისთვის პრიორიტეტულია"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)