|
2021-09-13 22:14:58, 534 ნახვა
საზოგადოება
ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ქობულეთში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩაქვის ძალოსანთა სავარჯიშო ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და აღნიშნა, რომ ახალი სივრცე სპორტსმენებისთვის, შეჯიბრებისთვის სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს.-ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მტავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ,,ჩაქვის ძალოსნობის ახალი დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროგრესი ხელშესახებია. უკვე გაისად ვგეგმავთ, რომ დასრულდეს და შევიდეს ექსპლუატაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძალოსანს ჰქონდეს ღირსეული პირობები როგორც მოსამზადებლად, ასევე საერთაშორისო შეჯიბრების გამართვის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტი, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში განვახორციელებთ. ძალიან მალე იგეგმება რაგბის ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა და ეს ერთიანად შეკრავს ახალ სპორტულ ეპიცენტრს ჩაქვში და ქობულეთში, როგორც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. "ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ბაზის შენობა მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, ოფისებს და სასტუმრო ზონას. ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებზე."-ნათქვამია განცხადებაში.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)