|
2021-09-13 17:34:58, 482 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე - შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად გავაგრძელებთ მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევად პროცესს
მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე იაშვილის, ბერიძის, ჩაიკოვსკისა და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან მთაწმინდის რაიონის განვითარების გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა და უბნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მათი პოზიციები მოისმინა. ზურაბ აბაშიძე: „შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად გავაგრძელებთ მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევად პროცესს, რაც, ავარიული შენობების ჩანაცვლებასა და ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანს – ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვას გულისხმობს." როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, მოსახლეობის ჩართულობით და ერთობლივი ძალებით მთაწმინდის რაიონში ვითარება აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ: მოეწყობა სკვერები, განახლდება ინფრასტრუქტურა, აშენდება სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოები. მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიგა ახვლედიანმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ლევან აბაშიძემაც მიიღეს. ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც რეგულარულად გააგრძელებს და ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩაზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)