20:58 - 21 Jul, 2026
|
2021-09-13 14:11:03, 866 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ტურისტების ავტობუსისა და სკოლის მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თურქეთის მუღლის პროვინციაში ავტობუსი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ და მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 55 ადამიანი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტების ავტობუსი შეჯახების შემდეგ ამობრუნდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულები მუღლასა და დენიზლის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა და ამოტრიალდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)