20:58 - 21 Jul, 2026
|
2021-09-13 12:53:05, 773 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება ხუთი წლის ვადით გაფორმდება
საბერძნეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ერთწლიანი განახლების ნაცვლად ხუთი წლის ვადით გაფორმდება. აღნიშნული ინფორმაცია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა დაადასტურა. „ინფორმაცია ზუსტია. ჩვენ განვიხილავთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების გახანგრძლივებას ხუთი წლის ვადით, რათა მისი ყოველწლიური განახლების საჭიროება არ იყოს. აღნიშნული ორივე მხარეს დაგეგმარების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა მიცოტაკისმა. მისი თქმით, ეს არის საბერძნეთში აშშ-ის ყოფნისა და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მორიგი დადასტურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)