20:58 - 21 Jul, 2026
|
2021-09-13 11:28:09, 692 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს
ღაზას სექტორიდან რამდენიმესაათიანი ინტერვალის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს. - ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვებამდე ისრაელმა ავიაიერიშები მიიტანა „ჰამასის“ ობიექტებზე. გავრცელეული ინფორმაციით, ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამწვავდა. ამის მიზეზი ისრაელის ციხიდან ექვსი პალესტინელი პატიმრის გაქცევა გახდა. ღაზას სექტორიდან პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები პარასკევს და შაბათსაც გაუშვეს. ისრაელმა საპასუხოდ კვირას ავიაიერიშები მიიტანა „ჰამასის“ 4 ობიექტებზე. სარაკეტო იერიშებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ პალესტინურ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)